"სკოლის მერხიდან ვებრძვი რუსეთის იმპერიას და ყველაფერს, რაც ჰგავს რუსულს, ამის წინააღმდეგ ამოვიღე ხმა" | ბეშიტაიშვილი

გამოქვეყნდა:

სკოლის მერხიდან ვებრძვი რუსეთს და ყველაფერს რუსულს - ამბობს "მთავარ არხთან" საუბარში მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი, რომელმაც გუშინ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, სპექტაკლი "მეფე ლირი" რუსული კანონის საწინააღმდეგო გამოსვლით დაასრულა. 

"სკოლის მერხიდან რუსეთის იმპერიას ვებრძვი. კომუნისტების პერიოდიდან, მე-10 თუ მე-9 კლასში ვიყავი 9 აპრილი რომ მოხდა და მაგის მერე ვარ რუსეთის წინააღმდეგი და ყველაფრის, რაც ჰგავს რუსულს და მიშა სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლები უკვე გავდა რუსულს და ისიც უკვე ცოტათი პუტინი იყო თუ გახსოვთ, მე მშვენივრად მახსოვს ეს ყველაფერი. იგივე ხდება დღესაც და ამის წინააღმდეგ ამოვიღე ხმა." ამბობს მსახიობი.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი