
"როგორც მარტის აქციების დროს ვიდექით, ისევე დავდგებით ხვალ ერთად" - ამბობს "მთავარ არხთან" მორაგბე ირაკლი მაჩხანელი, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდის.
"ჯერ მარტო იმიტომ არის რუსული, რომ წარმოიდგინეთ მთელი დასავლეთი, აშშ ვინც უნდა მიგიღოს ევროკავშირში თუ ჩვენ ეს გვინდა, რომ მიგვიღონ ევროკავშირში ისინი გვეუბნებიან, რომ ნუ მიიღებთ ამ კანონს, ეს შეგაფერხებთ წინსვლისკენ და მეორე მხარეს ვინ გვეუბნება, რომ მიიღეთ ეს რუსული კანონი არ არის - პესკოვი. ჯერ მარტო ამიტომ არის ეს რუსული კანონი. ჯერ მარტო ამიტომ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს ექნება ამაზე რეაქცია და როგორც გუშინ ვიდექით მარტის აქციებზე, ისევე დავდგებით ხვალ ერთად" - ამბობს მაჩხანელი.