
„კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ მინისტრმა სარჯველაძემ ერთ-ერთ შეხვედრაზე ონკოპაციენტებს უყვირა:
„პაციენტები ყვებოდნენ თავის ამბებს, მეოთხე სტადიის მქონე პაციენტები, ერთ-ერთმა დასვა კითხვა, რამაც გააღიზიანა მინისტრი, გამოვიდა წყობილებიდან, თქვენ ჩემ წინააღმდეგ ხართო, მაკრიტიკებთ ტელევიზიითო და ყვირილი დაგვიწყო...
პაციენტმა იკითხა ვადებზე, როგორც მახსოვს, კვლევები როდის დაიწყებაო, ჩვეულებრივი შეკითხვა დასვა. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა აგრესია, თუმცა რომც ყოფილიყო ისეთ მდგომარეობაში ვყავართ დღეს სამინისტროს ონკოპაციენტები, ესეც ბუნებრივი იქნებოდა. მინისტრს უნდა ჰქონდეს თმენის ვალდებულება. ყვიროდა, ჩვენ ვეუბნებოდით ნუ ჩხუბობთ მინისტრო!“, - ამბობს გვანცა აფხაიძე
ონკოპაციენტები 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას, საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანასა და იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდას ითხოვენ, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ამ მოთხოვნებით უკვე რამდენიმე თვეა ისინი რეგულარულ აქციებს მართავენ.