"მთავარ არხს" დაბადების დღეს ულოცავს მისი ერთ - ერთი მეწილე, გიორგი რურუა ძმის, ნიკა რურუას სიტყვებით ულოცავს:
სიტყვის თავისუფლება წყალივითაა, ერთგან დაკეტავ სხვაგან და ბევრგან ამოხეთქავს.
ნიკა რურუა
ვულოცავ მთავარ არხს დაბადების დღეს! - წერია რურუას Facebook გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა "მთავარი არხის" გახსნიდან მალევე დააპატიმრეს და რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ, 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რურუას შეწყალებაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი უარს ამბობს, ხელისუფლება კი მას, განსხვავებით ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისგან, პოლიტპატიმრად არ თვლის.