
ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი და პარტია "ახალის" წევრი ზურა დათუნაშვილი "მთავარ არხთან" კომენტარში რუსულ კანონს აპროტესტებს და ამბობს, რომ მარტივი შესადარებელია, სად უფრო შეუძლია სპორტსმენს და ზოგადად მოქალაქეს, საკუთარი შრომით წარმატების მიღწევა - რუსეთში, თუ ევროპაში:
"რუსული კანონი გვაშორებს ევროპას და იმ სივრცეს, საიდანაც ქართველმა სპორტსმენებმა ყველაზე დიდ გამარჯვებებს მივაღწიეთ. შეხედეთ და შეადარეთ, საიდან უფრო შეუძლია ქართველ სპორტსმენს და ზოგადად ადამიანს თავისი ნიჭის, შრომის და განათლების ხარჯზე მიაღწიოს წარმატებას, რუსეთიდან, თუ ევროკავშირიდან. საიდან შეუძლია საკუთარი თავის და ქვეყნის ცნობადობა გაზარდოს, რუსეთიდან თუ ევროკავშირიდან. არა რუსულ კანონს, კი ევროპას და თავისუფალ სამყაროს." ამბობს დათუნაშვილი.