Geo Team: სოლიდარობა ქოჩორაშვილს, ყველა სპორტსმენს აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური სტატუსების მინიჭება ადამიანებისთვის, რომლებიც მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავენ გადამეტებული და უადგილოა - ნათქვამია Geo Team-ის ფეისბუქ პოსტში, სადაც ისინი სოლიდარობას უცხადებენ  გიორგი ქოჩორაშვილს მიმართ და გმობენ თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას.

"UPDATE: ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის, რომელიც აღნიშნულმა პოსტმა გამოიწვია.
მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საერთო სიხარული რომელიც ევროპაზე გასვლამ გამოიწვია ამას ადასტურებს.
ხოლო, პოლიტიკური სტატუსების მინიჭება ადამიანებისთვის, რომლებიც მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავენ გადამეტებული და უადგილოა.
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების უფლება. ამ განცხადებით ჩვენ გვინდოდა გამოგვეცხადებინა ჩვენი სოლიდარობა გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ და ვგმობთ მისი, ნაკრების ნებისმიერი წევრის ან მოქალაქის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას.
ყველა სპორტსმენს აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელი მისი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად." - წერს Geo Team

შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან ფოტო გამოაქვეყნა- ბავშვი  ევროკავშირის დროშით ხელში.

პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის "ინსტაგრამ" ანგარიში გაქრა, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა.

როინ ქოჩორაშვილს თბილისის მერმა კალაძემ დღეს "ნაცი" უწოდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი