ხოხბების საკვების შესაძენად 29 800-ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

ველური ბუნების სააგენტო ხოხბების 18 000 კილოგრამ საკვებს, 29 800 ლარად ყიდულობს. ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა.

მიმდინარე ტენდერის თანახმად, საკვები 20-50 კილოგრამიან ტომრებში უნდა იყოს ქარხნულად შეფუთული, ტომრებზე უნდა იყოს მითითებული მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი ფირმა/ბრენდი, საკვების ხარისხობრივი მახასიათებელი, კვების ნორმები, დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა, არანაკლებ 6 თვე. ასევე, საკვების უნდა შეიცავდეს შემდეგ ნივთიერებებს: უჯრედანა, პროტეინი, ლიზინი, ათვისებადი ფოსფორი, მეთიონინი, კალციუმი, ცხიმი, ენერგია, ვიტამინი D3, ვიტამინი A, მიკოტოქსინების ადსორბენტი, ორგანული მჟავები.

გამოცხადებულ ტენდერზე, ამ ეტაპზე, შპს BUeno-სთან ხელშეკრულება მზადდება. აღნიშნული კომპანია 2012 წელს არის რეგისტრირებული, რომლის წილის 100%-ს ანი ლებანიძე ფლობს და თავად არის კომპანიის დირექტორიც. აღნიშნულ კომპანიას სულ 2.4 მილიონი ლარის 145 ტენდერი აქვს მოგებული.

ხოხბებისთვის საკვების შესაძენად გამოცხადებული პირველი ტენდერის დროს პრეტენდენტმა შპს "აგროკომბიმ" პირობები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი