ბათუმში, მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

ბათუმის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებასთან 29 წლის პატიმრის, სინარ ორუჯოვის, ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქსნის საპატიმროდან პატიმრის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს აპროტესტებენ. მათი თქმით, პატიმარი მძიმედ დაავადებულია და ქრონიკული ეპილეფსია აქვს, თუმცა, შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.

ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ მათ არ ეძლევათ პატიმართან კომუნიკაციის საშუალება. ახლობელბი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და სხვა დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვენ.

ცნობისთვის, ოჯახის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სინან ორუჯოვმა პროტესტის ნიშნად ბასრი საგნით მიიყენა სხეულზე დაზიანება. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი