"ვირჩევთ ევროპას" | 15 აპრილს, აქციას ილიაუნის სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან

გამოქვეყნდა:

ორშაბათს, 15 აპრილს,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტთან ჩანიშნულ აქციას შეუერთდებიან. ამ დღეს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენები იწყება. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქცია გაიმართება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას 11:00 საათზე დიაწყებენ. კიდევ ერთი მსვლელობა 12:00 საათიდან დაიწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან.

"15 აპრილს, 11 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვერთიანდებით რუსული კანონის წინააღმდეგ. მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი.

15 აპრილს იურიდიული კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას და სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიზაციას", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი