
თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს თვითმხილველები უყვებიან, კაცი მე-4 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
უბედური შემთხვევის ადგილს და მისამართს შეგნებულად არ ვასახელებთ.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცახდებას, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო, სამთო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.