ISSA-ის კვლევა: საზოგადოების 42.7%-ის აზრით, ბოლო ერთ წელში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა  "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა.

კითხვაზე როგორ შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 1 წლის განმავლობაში? - საზოგადოების 42.7% პასუხობს, რომ მდგომარეობა გაუარესებულია.

  • გაუარესდა - 42.7%

  • არ შეცვლილა - 30.7%

  • გაუმჯობესდა - 24.9%

  • არ ვიცი - 1.7%.

რუსული კანონის შესახებ კითხვა კვლევაში არ არის, რადგან კვლევის მიმდინარეობისას, ის დაინიცირებული არ ყოფილა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + - 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 - 10 აპრილის შუალედში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი