1 წლიანი პატიმრობა სრულდება | ლაზარეს ოჯახისა და მეგობრების პირველი ემოციები და მოლოდინები

გამოქვეყნდა:

ლაზარე გრიგორიადისი მალე თავისუფალი იქნება. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილის შეწყალებაზე პრეზიდენტის ხელმოწერა მაშინვე იქნება, როგორც კი სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას სასამართლოდან ლაზარეს საქმეზე განჩინება გადაეგზავნება. სწორედ ამის შემდეგ მიიღებს იუსტიციის სამინისტრო შეწყალების დოკუმენტს და ლაზარე გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. 

ლაზარე გრიგორიადისის 1 წლიანი პოლიტიკური პატიმრობა სრულდება. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, სამთავრობო პროპაგანდა სრული ძალით ამოქმედებულია. პროპაგანდისტები იმუქრებიან რომ ლაზარეს ისევ ციხეში შეაბრუნებენ და ეს მათთვის პრინციპული საკითხია. ოცნება პრეზიდენტს ტრადიციულად თავს ესხმის. ივანიშვილის გუნდიდან დღეს გამორჩეული ყოფილი პრემიერი და მმართველი პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი იყო .

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი