არა რუსულ კანონს! | ორშაბათს, 19:00 საათზე, აქცია ზუგდიდშიც გაიმართება

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს! - ამ ლოზუნგით ორშაბათს, 15 აპრილს, 19 საათზე, ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე აქცია დაანონსდა, რომლის ორგანიზატორიც, "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდია".

"ხელისუფლება ცდილობს შარშან უკომპრომისო ბრძოლით მოპოვებული გამარჯვების წართმევას. ის თავიდან ცდილობს გაიტანოს რუსული კანონი და საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს ევროპული მომავალი.

15 აპრილს ორშაბათს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით ზუგდიდის სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე. ერთად ვაჩვენოთ ქართულ ოცნებას, რომ არ მივცემთ ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლის უფლებას!

#არარუსულ კანონს", - წერენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს, რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან ორი აქციაა დაანონსებული - დილის 10 საათზე უკანა შესასვლელთან, ხოლო საღამოს 19:00 საათზე - რუსთაველის გამზირზე.

ასევე დაგეგმილია საპროტესტო მსვლელობა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას 11:00 საათზე დიაწყებენ. კიდევ ერთი მსვლელობა 12:00 საათიდან დაიწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი