
დღის მთავარი აქციისთვის საორგანიზაციო საკითხები თითქმის დასრულებულია. პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე სცენა და ხმის გამაძლიერებლები უკვე დაამონტაჟეს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 19 საათიდან დაიწყება.
იქამდე, კი აქციის მონაწილეთა ნაწილი დილიდან პარლამენტის უკანა მხარესაა შეკრებილი და იურიდიულ კომიტეტზე განხილვის პარალელურად, "ოცნების" განზრახვას - ხელახლა მიიღოს რუსული კანონი, აპროტესტებს.
აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.