აქციის მონაწილეები პარლამენტს საპროტესტო წრეს არტყამენ. საკანონმდებლო ორგანოში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა ამ დრომდე გრძელდება და აქციაზე შეკრებილები ამ ფორმით შეეცდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი ხმა და მოთხოვნა გააგონონ - შეწყდეს რუსული კანონის განხილვა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 19 საათიდან დაიწყო. იურიდიული კომიტეტი კი პარალელურ რეჟიმში განიხილავს კანონპროექტს.