"პოლიციელებს იწვევენ" | სირაძე აქციის მონაწილეებს პროვოკაციებში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე ვერ აკონკრეტებს რამდენი ადამიანია დაკავებული, თუმცა აქციის მონაწილეებს პროვოკაციაში ადანაშაულებს:

"ზუსტი ციფრი არ გვაქვს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს, არ ემორჩილებიან კანონიერ მოთხოვნას.

დაპირისპირება შეგიძლიათ კარგად ნახოთ. დაახლოებით 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციებს შეგნებულად და იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ და წინააღმდეგობას უწევენ" ამტკიცებს სირაძე.

ის არ პასუხობს ჟურნალისტებს კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა რუსულ კანონს.  

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი