არა რუსულ კანონს! | პროტესტი პარლამენტთან დილიდან განახლდება

გამოქვეყნდა:

ხვალ, 12 საათიდან პარლამენტთან აქცია გაგრძელდება. დღევანდელი აქცია დასრულებულია, თუმცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი ამ დრომდე რჩება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე იმყოფებიან საპოლიციო ძალებიც.

პროტესტი კი დილიდან რუსული კანონის საპარლამენტო განხილვის გაგრძელების პარალელურად განახლდება. საკანონმდებლო ორგანოში 16 აპრილს 11.45 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ხოლო 12 საათიდან პლენარული სხდომა.

15 აპრილს, იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. განხილვა მთელი დღის განმავლობაში, დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში პროტესტი იყო საკანონმდებლო ორგანოს უკანა მხარეს. აქციამ საღამოს 19 საათიდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლა. მოგვიანებით ვითარება დაიძაბა, პოლიციამ 14 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი