საქართველო 62 კაპიტალურ პროექტში 2027 წლამდე ₾32 მილიარდს დახარჯავს | პროექტები უცხოელი დონორებისგან ფინანსდება

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, საქართველო ჯამში 62 კაპიტალურ პროექტში 2027 წლამდე სულ 32 მილიარდ ლარს დახარჯავს. მათგან უმსხვილესი პროექტები ნაწილობრივ ან სრულად უცხოელი დონორებისგან ფინანსდება.

გრანტების საშუალებით ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა, მაგალითად, მყარი ნარჩენების გადამუშავება, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა, წყლის ინფრასტრუქტურის განახლება, წყალარინების სისტემის განახლება, კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვა.

"საქართველო წლებია, ევროკავშირისგან და დასავლელი პარტნიორებისგან მილიარდობით ლარის ოდენობის გრანტს იღებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და გზავნილები ევროკავშირისა და დასავლეთისადმი მეტად კონფრონტაციული გახდა.

ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების გახსნა საქართველოს დემოკრატიულ პროგრესზეა დამოკიდებული, რომელთანაც ე.წ. რუსული კანონი წინააღმდეგობაში მოდის," - წერს "ფლანგვის დეტექტორი."

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ პროგრესზე დამოკიდებული ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო პარტნიორთა მიერ საქართველოს მიმართ მილიარდობით ლარის ღირებულების დახმარების ფონზე, გამორჩეულად საგანგაშოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ღია კონფრონტაციაში შევიდეს დასავლეთთან. 

კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

რუსული კანონის მხარდამჭერი "ოცნების" აქცია | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი