თბილისში, აეროპორტის გზაზე, მანქანა ხეს შეეჯახა | დაშავდა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მსუბუქი ავტომანქანა აეროპორტის გზაზე, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა და მოგლიჯა. როგორც თვითმხილველებმა გვაცნობეს, დაშავდა მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. 

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტის ადგილას მოტოსახელოსნოა, რომელსაც ზარალი მიადგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი