ერთი დაკავებული პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა | ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პარლამენტის წინ  გასულ ღამეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 10 პირი მოინახულეს. მათგან ერთი, მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე და სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. 

"სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს.

დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება. აღენიშნებოდა დაზიანებაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. 

სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას ადამიანის უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე. 

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში." აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.

შსს-ს განცხადებით, გასულ ღამეს დაკავებული 14 პირიდან, 4 ხელწერილით გაათავისუფლეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი