კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას და-ძმა ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

კახეთში, შირაქის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას და-ძმა ემსხვერპლა. შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაქტორის მისაბმელი შეეჯახა, რომელიც ტრანსპორტს მოსახვევში მოწყდა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანიდან და-ძმა, 37 და 35 წლის მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ, მესამე მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებული დედოფლისწყაროს კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტმა, ავარიის შედეგად, ნერვული შოკი მიიღო.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი