შსს: თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს

გამოქვეყნდა:

შსს აქციის მონაწილეებს "ძალადობისგან თავშეკავებისკენ" მოუწოდებს და აცხადებს, რომ ერთი პოლიციელია დაშავებული. გომელაურის უწყება აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ "მართლსაწინააღმდეგო ქმედებების" შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან.
აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.
იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება." ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი