პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სპეცრაზმელებმა "პუბლიკის" ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს.
გამოცემის ცნობით, ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს. სამართალდამცველებმა მისი ტექნიკის დაზიანებაც სცადეს.
მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
ფოტო: პუბლიკა