სპეცრაზმელებმა გამოცემა "აპრილის" ჟურნალისტსაც სცემეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან სპეცრაზმელებმა გამოცემა "აპრილის" ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურსაც სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ავრცელებს.

"მცემეს, პირადარასტს მეძახდნენ, გააჯვი აქედანო, წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ. პიდარასტს მეძახდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლი და მერე გამომიშვეს," - ამბობს ბასხაჯაური.

მისივე ცნობით, სპეცრაზმმა ძალადობა მაშინ დაიწყო, როცა ტერიტორია სატელევიზიო მედიამ დატოვა. მისივე თქმით, როცა სპეცრაზმმა თავდასხმა დაიწყო, არანაირ დაძაბულობას ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ტერიტორიაზე ცოტა ხალხი იყო დარჩენილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი