"აქვს იდაყვის ტრავმა, ამზადებენ საოპერაციოდ. გადაუარეს სპეცრაზმელებმა" | აქციაზე აქტივისტი მარიამ დოლიძე დაშავდა

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან დღეს გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი, მარიამ დოლიძე დაშავდა. ინფორმაციას მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

მარიამ დოლიძეს აქვს იდაყვის ტრავმა.
ამზადებენ საოპერაციოდ. გადაუარეს სპეცრაზმელებმა.
ვართ საავადმყოფოში. ტელეფონი დაკარგა და ვერ გპასუხობთ. აფდეითი რაც იქნება, მოგწერთ, - წერს გეგუჩაძე.

თავად მარიამ დოლიძემ კი მომხდარი ასე გაიხსენა: "დამეჯახა ძაან ბევრი ადამიანი, წავიქეცი იდაყვზე და გადამიარა, არ ვიცი, ერთი ოცმა ადამიანმა მთელ ტანზე".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი