აქციის მონაწილე, რომელსაც ოჯახი ეძებდა ბოკერიას სახელობის კლინიკაშია

გამოქვეყნდა:

ახლობელბის ცნობით, იპოვეს აქციის მონაწილე, რომელსაც გუშინდელი ღამის შემდეგ ოჯახი ეძებდა. "მთავარ არხს" თორნიკე მარუაშვილის ბიძაშვილი ეუბნება, რომ 29 წლის ბიჭი ბოკერიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. 

დამატებითი ინფორმაცია და ის, თუ რა დაზიანებები მიიღო მან, ამ ეტაპზე უცნობია. 

ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძის გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ აქციის დაშლის დროს მას სპეცრაზმელი ფიზიკურად უსწორდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი