"პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა" | დაშლის დროს დაშავებული მოქალაქე, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი

გამოქვეყნდა:

მოქალაქე, ლევან ბუდაღაშვილი, რომელიც გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას ესწრებოდა ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

"პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა :)))

მადლობა ვინც მეძებდით,
ვინც მიპოვეთ
ვინც მკითხულობეით და მკითხულობთ

ნელ-ნელა გამოვალ კონტაქტზე შეძლებისდაგვარად

ჩემთან ერთად არის კიდევ მასწავლებელი ვინმე თორნიკე და იქნებ თუ არ იციან მისიანებმა იქნებ უთხრათ

ბოკერიაში ვართ

ყველაზე დიდი მადლობა ბოკერიას კლინიკის ექიმებს არ ვიცი არც ერთის სახელი მაგრამ ადამიანები არიან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი