პირველი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც რუსულ კანონს ფანჯრებიდან აპროტესტებდნენ დასაჯეს და საკლასო ოთახი შეუცვალეს | მშობელი

გამოქვეყნდა:

პირველი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც რუსულ კანონს საკლასო ოთახის ფანჯრებიდან აპროტესტებდნენ დასაჯეს - ამის შესახებ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა, "მთავარ არხთან" საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ბავშვებს საკლასო ოთახი შეუცვალეს:

"ამ კადრების შემდგომ ბავშვები გადაიყვანეს სხვა კლასში და ჩემმა შვილმა როგორც მითხრა, ბავშვები ეუბნებიან, რომ შენი ბრალია, რომ ჩვენ ამ ცუდ კლასში ვართო... დღეს მთელი დღეა ვუკავშირდები დამრიგებელს და არ გამოდიან კონტაქტზე. არც აუხსნიათ ბავშვებისთვის, რატომ გადაიყვანეს, გაბრაზებულია ჩემზე დამრიგებელიო. ჩემმა შვილმა გააპროტესტა, ეს პირველი არ იყო, აპროტესტებს ხოლმე, თავისუფალი აზროვნების ბავშვია და აპროტესტებს დღევანდელ რეჟიმს და შესაბამისად, ეს იყო ის, რაც მოხდა და დასაჯეს ბავშვები. " თქვა მშობელმა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი