დაკავებულები მომიყვნენ შემაძრწუნებელ ისტორიას, როგორ იძალადა ხარებამ; თან უღებდა | იურისტი

გამოქვეყნდა:

დღეს მოვინახულე დაკავებულები და მომიყვნენ შემაძრწუნებელი ისტორია თუ როგორ იძალადა ხარებამ, ხარებას დაჯგუფებამ მათზე. თან უღებდა, ძალადობდა და აყენებდა შეურაცხყოფას - ამბობს ენმ-ის იურისტი ლაშა ტყეშელაძე გასულ ღამეს, აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით.

იურისტი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება და ბრალი წაუყენოს მოძალადე პოლიციელებს:

"ყველამ კარგად ვნახეთ, თუ როგორ ძალადობენ სკოლის მოსწავლეებზე, თუ როგორ ძალადობენ თავისუფალ ადამიანებზე. როგორ იძალადეს დაკავებულებზე, ეს ადამიანები დღემდე არიან საავადმყოფოში. დღეს მე მოვინახულე ეს ადამიანები და მომიყვნენ შემაძრწუნებელი ისტორია თუ როგორ იძალადა ხარებამ, ხარებას დაჯგუფებამ მათზე. როდესაც ამ ადამიანებს უკვე ბორკილები ედოთ, პოლიციის მანქანაში მივიდა ხარება თავის კრიმინალ დაჯგუფებასთან ერთად, თან უღებდა, თან ძალადობდა და აყენებდა შეურაცხყოფას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

 მე დღეს მთავარ პროკურორს მოვუწოდებ, რომ ეს ადამიანები გააჩეროს. ესენი არიან კრიმინალები და წაუყენოს ბრალი. მე მოვუწოდებ სახალხო დამცველს გამოვიდეს და ხმამაღლა ისაუბროს ამ კრიმინალებზე." ამბობს ტყეშელაძე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი