დაკავებულია 2 პირი | შსს-ს განცხადება

გამოქვეყნდა:

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე ორი პირია დაკავებული. როგორც უწყება ამტკიცებს, ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ  განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი. 
სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება" აცხადებს შსს.

შსს აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, "არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები", წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან, "შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება" იქნება:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მესამე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.
ასევე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. 
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება." აცხადებს შსს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი