ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე გამოძიებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ უსაფუძვლოდ დააპატიმრეს.

სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს. 

გარდა ამისა, ომბუდსმენი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს.


 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი