"პოლიციამ მოაწყო სადამსჯელო ოპერაცია" | Amnesty International თბილისში გამართულ აქციებზე

გამოქვეყნდა:

პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო - საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი რუსული კანონის წინააღმდეგ 16 აპრილს გამართულ აქციასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, სამართალდამცველების ძალადობრივ ქმედებებს ეხმაურება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიციამ საქართველოში ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია, სადაც მომიტინგეები საკამათო კანონპროექტს აპროტესტებდნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და სცემეს მათ შორის, ჟურნალისტებს.

Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევი აღნიშნავს, რომ მოწმენი გახდნენ თბილისში, "სასტიკი ანგარიშსწორების":

„რისი მოწმენიც გავხდით გუშინ თბილისში, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი და როდის გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიონ და თვითნებურად დააკავონ მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და ურტყამდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, ბოჭავდა და უმოწყალოდ სცემდა მათ.

პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, ჩაატარა ის, რაც, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაციაა." ნათქვამია განცხადებაში.

 Amnesty International ხელისუფლებას სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს ძალის გადამეტების ყველა შემთხვევაზე: 

"ჩვენ ასევე შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტურია და საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ." ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

Amnesty International კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე,  რომელიც "აშკარად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას."

🇬🇪 🇪🇺 საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი