არა რუსულ კანონს! | გორში დღეს აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

“არა რუსულ კანონს”,- გორში აქცია გაიმართება

რუსული კანონის წინააღმდეგ გორში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ადგილობრივებს მოუწოდებენ დღეს, 19 საათზე, ლომჭაბუკის სკვერში შეუერთდნენ სახალხო პროტესტს და გამოხატონ საკუთარი პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ. 

“ჩვენ, გორელები, მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებს, ვინც ქუჩაში დგას და აპროტესტებს რუსულ კანონს;
ჩვენც, გორშიც, ყოველდღე ვიდგებით ქუჩაში, არ დავიღლებით პროტესტით, სანამ ამის საჭიროება იქნება;
ვიკრიბებით ყველა, ლომჭაბუკი სკვერში - Gen Z, მილენიალელები, Gen X და Baby Boomers -  ყველა - რუსული კანონის წინააღმდეგ!”,-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი