ქუთაისში “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს ახალგაზრდები რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება.
აქციას შეუერთდნენ მსახიობები ბაია დვალიშვილი, ნატა მურვანიძე და ნინო კასრაძე.