"ქართული პოლიცია თავს დაესხა სულ მცირე 4 ჟურნალისტს" | CPJ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე

გამოქვეყნდა:

ქართული პოლიცია თავს დაესხა სულ მცირე 4 ჟურნალისტს, რომლებიც აშუქებდნენ „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის საპროტესტო აქციებს - ამ სათაურით აქვეყნებს განცხადებას საერთაშორისო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" [CPJ].

ორგანიზაცია წერს, რომ 17 აპრილს, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების პარალელურად გამართულ პროტესტზე, სპეცრაზმი თავს დაესხა მედიის წარმომადგენლებს.

საქართველოს პარლამენტმა უნდა უარყოს კანონპროექტი, რომელიც მედიასაშუალებებს „უცხოურ აგენტებად“ გამოაცხადებს; ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს პოლიციის ძალადობა ჟურნალისტების მიმართ და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები, დაიცვას მედია, რომელიც აშუქებს მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

საქართველოს მმართველი პარტია აპირებს გამოიყენოს „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობა, როგორც ინსტრუმენტი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ,“ - ამბობს CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი გულნოზა საიდი.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს პოლიციის ძალადობის შედეგად დაშავებული მედიასაშუალებების - "აპრილის", "პუბლიკას", "ტაბულასა" და დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის კომენტარებს, რომლებიც დეტალურად ყვებიან 17 აპრილის ღამეს მათ მიმართ ჩადენილ სისასტიკეებზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი