რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას სტუდენტები ბათუმშიც გამართავენ

გამოქვეყნდა:

 20 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში აქცია – „არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

„ახალგაზრდებს არ სჭირდებათ მესია, ჩვენი მამოძრავებელი ძალა თავისუფლებაა.
ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში დავიბადეთ და თავისუფლებას ვერ წაგვართმევთ. თავისუფლება ევროპაშია.
კი-ევროპას, არა-რუსეთს” – აცხადებენ ორგანიზატორები

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი