"83 მონა," "83 იუდა," "83 პინგვინი," "30 ვერცხლს როგორ გაიყოფთ 83 მოღალატე" - თბილისის ქუჩებში ახალი წარწერები გამოჩნდა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ამ ფორმითაც ცდილობენ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს ხმა მიწვდინონ და უთხრან, რომ მათი ქმედება ქვეყნის ღალატის ტოლფასია.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს რუსული კანონს პირველ მოსმენაზე მხარი "ოცნების" 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათი სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.