"ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს" | გორში ღარიბაშვილს შვილმკვდარი მშობლები პროტესტით დახვდნენ

გამოქვეყნდა:

“ხელისუფლება ჩემი მტერია”, “ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს”,  - ამ ტრანსფარანტებით დახვდნენ გორში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები. მერებაშვილებმა ღარიბაშვილს მათი შვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის ობიექტურად გამოძიებასთან დაკავშირებით პრემიერობის დროს გაცემული დაპირება შეახსენეს. ისინი თვლიან, რომ საგამოძიებო უწყებები მკვლელებს მფარველობენ და 2018 წლის 6 ივლისს, სოფელ ხელთუბანში მომხდარი უბედურ შემთხვევად ამიტომაა წარმოჩენილი.

18 წლის თორნიკე მერებაშვილი 2018 წლის 6 ივლისს ხელთუბანი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, ახალგაზრდა ბიჭს, ავტომანქანამ "შემთხვევით გადაუარა".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი