ქალები ვირჩევთ ევროპას, არა რუსულ კანონს | მსვლელობა ქუთაისსა და ბათუმში

გამოქვეყნდა:

ქალები ვირჩევთ ევროპას, არა რუსულ კანონს - ამ შეძახილებითა და ტრანსპარანტებით მსვლელობა ქუთაისშიც მოეწყო. ქუჩაში გამოსული ქუთაისელები ოცნების მიერ ხელმეორედ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ და ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებენ ეს ინიციატივა სასწრაფოდ უკან გაიწვიონ.

ქალები ვირჩევთ ევროპას - მარში იმართება ბათუმსა და სხვა ქალაქებშიც.

ქალთა მოძრაობის ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ თბილისშიც და პარლამენტისკენ მიემართებიან

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი