ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ | რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

გამოქვეყნდა:

ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ  - საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე პარლამენტთან არიან. რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა. 

"ქალები ვირჩევთ ევროპას" - ამ სლოგანის ქვეშ დღეს სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ და ფეხით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს.

ისინი ხელისუფლებისგან რუსული კანონის უკან გაწვევას ითხოვენ. 

პარლამენტთან საპროტესტო აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყო.

დღეს ქალთა მარში იმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში. 

პარალელურად, 7 საათზეა დაგეგმილი იმ ახალგაზრდების უკვე ტრადიციად ქცეული შეკრება ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომლებმაც ქართველი გმირების წინაშე ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ფიცი დადეს.

 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი