Gen Z-ის ბრძოლა თავისუფლებისთვის | რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების გზავნილები

გამოქვეყნდა:

ერთი თავისუფალი ქართველი - მეტია 83 რუსზე; მე შვილი რუსეთის მონობისთვის არ გამიჩენია; წინ ევროპისკენ, ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია;- ოცნების რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გამოდის ყველა თაობა; ქვეყნის ევროპულ მომავალს შვილები, მშობლები და ბებია-ბაბუები ერთად იცავენ. განსაკუთრებული აქტიურობითა და კრეატიულობით თაობა- Gen Z გამოირჩევა. ისინი არიან ინფორმირებულები, განათლებულები, კანონიც წაკითხული აქვთ და ოცნების პროპაგანდაც ვერაფერს აკლებს.  აქეთ უხსნიან მათ პროპაგანდისტებს, რატომ არის გამჭვირვალობის ფასადით შენიღბული კანონპროექტი - რუსული და კრემლის ინტერესების გამტარებელი საქართველოში. თაობა Gen Z  - ი აქციაზე ყველაზე ორიგინალური ბანერებით გამოდის. ივანიშვილის რობოკოპებმა მათი შეშინება ვერ შეძლეს, ამიტომ ამ თაობის ოცნებას ყველაზე მეტად ეშინია.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი