ახალგაზრდები მსვლელობით ათონელის რეზიდენციისკენ დაიძრნენ

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაინაცვლებენ, შემდეგ კი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ. მსვლელობა უკვე იწყება.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდების მარშს რეზიდენციასთან ელოდება და მათ მხარდაჭერას უცხადებს. 

ახალგაზრდებმა გუშინვე განაცხადეს, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას ყოველდღიურად მოაწყობდნენ და ყველა სახელმწიფო უწყებასთან მივიდოდნენ მთავარი მოთხოვნის გასაჟღერებლად - უარი თქვას ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღებაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი