დემონსტრანტებმა პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ათონელის რეზიდენციიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით დაიძრნენ.
ახალგაზრდების მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან დაიწყო, სადაც ისინი დღეს საღამოს 19 საათიდან შეიკრიბნენ უცვლელი მოთხოვნით - გაიწვიოს მთავრობამ რუსული კანონი.
უკვე მესამე დღეა ახალგაზრდები თვითორგანიზებით იკრიბებიან.