არა რუსულ კანონს! | აქცია პარლამენტთან დღესაც გაიმართება

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება. აქციის ორგანიზატორებმა შეკრება 21 აპრილს ისევ პარლამენტთან, ისევ საღამოს 7 საათზე დააანონსეს.

შეგახსენებთ უკვე სამი დღეა დედაქალაქი მასშტაბური ახალგაზრდული დემონსტრაციის ეპიცენტრია. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ჯერ პარლამენტთან იკრიბებიან, შემდეგ კი სახელმწიფო უწყებებისკენ მსვლელობით გადაადგილდებიან და ასე ცდილობენ მიაწვდინონ ხელისუფლებას პროტესტის ხმა.

დღეს მარში რუსთაველიდან ათონელისკენ, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ დაიძრა, სადაც მათ მადლობა გადაუხადეს სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის. იქიდან კი ახალგაზრდებმა მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც ისევ რუსთაველზე დაბრუნდნენ.

საპასუხო მადლობა ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა სალომე ზურაბიშვილმა და აქციიდან კადრები გამოაქვეყნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი