Gen Z თაობა | ახალგაზრდების ერთობა რუსული კანონის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს, კი ევროპას და საქართველოს თავისუფალ მომავალს! ბოლო დღეებია, ნამდვილად ახალი საქართველოს დაბადების მომსწრენი ვართ. ერთ მხარეს რეგრესისკენ მომართული ძალა აღმოჩნდა, რომელიც ცდილობს, ქვეყანას ახალი ფორმაციის საბჭოთა კავშირისა და რუსული სამყაროსკენ გადაქაჩოს, მეორე მხარეს კი დგანან ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვისი მტკიცე არჩევანიცაა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი. ამ მოქალაქეების მოწინავე მედროშე ფუნქცია კი მართალმა, პატრიოტმა ახალგაზრდებმა იტვირთეს. და ამ თავისუფალი ადამიანების ერთობასთან "ქართული ოცნების" სიძულვილის, ზიზღისა და ტყუილის მანქანა ვერაფერს გახდება, რადგან წარსულის ნებისმიერი დაპირისპირება მომავალთან სწორედ მომავლის გამარჯვებით სრულდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი