არა რუსულ კანონს! - ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილნი და "ქართული ოცნების" მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას აღნიშნული კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.