
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები კვლავაც ქრონიკულად განიციდიან სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას. სახელმწიფო ძალისხმევა მათ დასახმარებლად ამ ეტაპზე საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას ენიჭება.
წლებია უკვე საქართველოში პროექტი "მაკ-ჯორჯია" ფუნქციონირებს. მისი ერთ-ერთი სულისჩამდგმელი როი საუთვორთი იყო, წარსულში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ქვეყანაში, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ამერიკელი მეგობრების დახმარებით პირადად დაიწყო კონკრეტული პრობლემების მოგვარება. ამ წლების განმავლობაში "მაკ ჯორჯია" ასობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს დაეხმარა, სწავლება გაიარა ათასობით ადამიანმა და ასობით მოქალაქეს გაუჩნდა წვდომა ხარისხიან განათლებსა და სოციალურ სერვისებზე.
ავტორი: გვანცა სუთიძე