არა რუსულ კანონს! | სტუდენტები თსუ-ს ეზოში იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს! კი ევროპას! - ბრძოლა თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის გრძელდება. უწყვეტი თვითორგანიზებული პროტესტის მერვე დღეს ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უკვე იკრიბებიან. რის შემდეგაც ისინი მსვლელობით პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

ახალგაზრდები ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ამდენი ხანი არ დაღლილან და არც დაიღლებიან. ახალი თაობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პროტესტით საკუთარ თავისუფლებას იცავენ და მოუწოდებენ ყველა თანატოლს, შეუერთდნენ აქციებს და მათთან ერთად დაიცვან ქვეყანა რუსული გავლენებისგან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი