
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, მანავში, კაკაბეთსა და პატარძეულში ძლიერი სეტყვა იყო. ადგილობრივების თქმით, სტიქია ათი წუთის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა რა ზიანი მიიღეს სოფლებმა, ჯერჯერობით უცნობია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ადგილობრივებს თვითმმართველობისათვის ამ ეტაპზე არ მიუმართავთ. სეტყვისგან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია კი ხვალ გახდება ცნობილი.
ავტორი: ია გულიაშვილი