"ზუსტი ასლია იმ ქმედებების, რომლებიც კრემლმა განახორციელა" | ფოტიგა რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

ეს კანონი ზუსტი ასლია იმ ქმედებების, რომლებიც კრემლმა განახორციელა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციაში - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში განაცხადა, სადაც პარტია "ახალის" თანათავმჯდომარისა და ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი იმართება და საუბრის მთავარი თემა "ქართული ოცნების" რუსული კანონია:

"ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდასაჭერად. გასულ წელს ჩვენ გაერთიანებულები ვიყავით აქ, ევროპარლამენტში და ხმა მივეცით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას. ეს იყო ქართველი ხალხის ნების აღიარება, ისევე როგორც მათი ხანგრძლივი ბრძოლის აღიარება, რომ გაწევრიანდნენ დასავლურ ოჯახში. გასულ წელს ასევე ვიხილეთ მასობრივი დემონსტრაციები საქართველოში იმ თავსმოხვეული კანონის წინააღმდეგ, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარადგინა. ეს კანონი ზუსტი ასლია იმ ქმედებების, რომლებიც კრემლმა განახორციელა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციაში. ახლა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირობებში, არსებობს კონსოლიდაცია კოლექტიურ დასავლეთში, არა მხოლოდ ევროპაში, უკრაინის მხარდასაჭერად და ავტორიტარული გავლენის გამოსააშკარავებლად დასავლეთში. ასევე ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომ დააწესონ კონტროლი ქართულ საზოგადოებაზე," - თქვა ფოტიგამ.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი